ბრიტანული ფუნტი ახალ მინიმუმანდე დაეცა

ბრიტანული ფუნტი ახალ მინიმუმანდე დაეცა

საერთაშორისო ფორექსის ბაზარზე ბრიტანული ფუნტის გაცვლითი კურსი 1985 წლის შემდეგ პირველად 1.12 დოლარზე დაბლა დაეცა. წლის დასაწყისიდან დიდი ბრიტანეთის ვალუტა დოლართან მიმართებაში უკვე 17% - ით გაუფასურდა.

საერთაშორისო ფორექსის ბაზარზე ბრიტანული ფუნტის გაცვლითი კურსი 1985 წლის შემდეგ პირველად 1.12 პ. დოლარზე დაბლა დაეცა. 

ფუნტი დიდ ბრიტანეთში გადასახადების შემცირებისა და ენერგეტიკული სუბსიდიების შესახებ ახალი მონაცემების მოლოდინში დაეცა, იტყობინება Reuters. დიდი ბრიტანეთი გეგმავს ასეთი ზომების მიღებას ეკონომიკური შენელებისა და მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. დიდი ბრიტანეთის მშპ 2022 წლის მეორე კვარტალში 0.1% - ით დაეცა. აგვისტოში დიდ ბრიტანეთში ინფლაცია წლიურად 9.9% იყო. ივლისში 10.1% - თან შედარებით ოდნავ შენელდა, რაც ყველაზე მაღალი იყო 40 წლის განმავლობაში.