იტალიის საელჩომ თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვება ურჩია

იტალიის საელჩომ თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვება ურჩია

იტალიელი დიპლომატები სახმელეთო საზღვრებთან საჰაერო მიმოსვლისა და გრძელი რიგების სირთულეებზე მიუთითებენ. ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთისა და აშშ-ს ხელისუფლებამ თანამემამულეებს რუსეთის დატოვების თხოვნით მიმართა.

მოსკოვში იტალიის საელჩომ თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, დატოვონ რუსეთი, თუ მათი ქვეყანაში ყოფნა საჭირო არ არის.

დიპლომატები მიუთითებენ "საერთაშორისო არენაზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე" და რუსეთთან საჰაერო და საგზაო კომუნიკაციის მზარდ სირთულეებზე.

კერძოდ, დიპლომატიური მისია აღნიშნავს, რომ ავიაბილეთების ღირებულების "თავბრუდამხვევი ზრდაა", ასევე გრძელი რიგები რუსეთთან მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე.