პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

მობილიზაციას ექვემდებარება სარეზერვო მოქალაქეები, პირველ რიგში ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ და აქვთ გარკვეული სპეციალობები და გამოცდილება. სამობილიზაციო ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია.

პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას "ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების სრულად ადეკვატური" უწოდა. საჭიროა მობილიზაცია რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, განთავისუფლებულ ტერიტორიებზე ხალხისა და "ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განმარტა მან.