სალომე ზურაბიშვილმა ლუკაშენკო საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთში ვიზიტით მყოფი ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.
28 სექტემბერს ოთხშაბათს ლუკაშენკო პირველად ოფიციალური ვიზიტით აფხაზეთში იმყოფებოდა და რესპუბლიკის მეთაურს ასლან ბჟანიას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.
"კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიუღებელი დარღვევა", - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის სპეციალურ განცხადებაში ლუკაშენკო სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი " საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა." "მოვუწოდებთ ბელორუსის მხარეს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის ელჩი დაიბარა.