პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისტავის მახლობლად მდებარეობს, იმერეთის ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. ეს კარსტული მღვიმე ულამაზესი სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ქვის ფარდებით, მიწისქვეშა ტბებითა და ჩანჩქერებით გამოირჩევა. მღვიმეში აღმოჩენილია 22 დარბაზი, რომელთაგან ტურისტებისთვის ექვსია გახსნილი: არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის დარბაზები. ტურისტული მარშრუტი სპეციალურად მოწყობილ ბილიკზე გადის, ექსკურსიის დასრულება კი შესაძლებელია მიწისქვეშა მდინარე კუმიზე ნავით გასეირნებით.
5.00
(1) 6
მიმოხილვები (5/5)
პოპულარული